ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
„დედა თვალებში მიყურებდა, როცა მანქანა დაეჯახა… მარტო ერთი „დედას“ დაძახება მოვასწარი და იმ წამსვე მისრისა. დღემდე თვალებიდან არ ამომდის მისი დაფლეთილი ფეხები და როგორ რეცხავდა სამაშველო სამსახური მის სისხლს,“ – ასე იხსენებს ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს ნათია ბიჩინაშვილი, 43 წლის თეა გიორგაძის შვილი, რომელიც თემქაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი გახდა.
შემთხვევა „ბოლო ზარის“ დღეს მოხდა. მოსკოვის გამზირზე, №159 საჯარო სკოლის წინ, უკვე სკოლადამთავრებული 19 წლის ახალგაზრდის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი თეა გიორგაძეს დაეჯახა. ქალი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, თუმცა ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მძიმე დაზიანების გამო მარჯვენა ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო.
მისი შვილი, ნათია ბიჩინაშვილი, იმ დღის დეტალებს ჟურნალ „სარკესთან” მიცემულ ინტერვიუში იხსენებს:
„ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ფეხის ამპუტაციას ვერ გადავურჩით. დედას მძიმე შოკი ჰქონდა. თავად უარზე იყო, რომ ფეხი მოეკვეთათ. მე მომიწია დედასთან შესვლა, რომ დავლაპარაკებოდი. როგორც იცოდა ჩხუბი, ზუსტად ისე გამიბრაზდა. ვეხვეწე, დამთანხმებოდა, ფეხის მოკვეთაზე, მაგრამ უშედეგოდ… ბოლოს ხელწერილის დაწერა მე მომიწია, მისი გადაწყვეტილება არ არის ადეკვატური, სხვა სახის მკურნალობა სჭირდება-მეთქი. მამაჩემს გულზე პრობლემები აქვს, ჩემი ძმა თავს იდანაშაულებდა, რადგან ეს ამბავი მის „ბოლო ზარზე“ მოხდა. მეც იმხელა შოკი მაქვს მიღებული…
დედა თვალებში მიყურებდა, მანქანა რომ ეჯახებოდა. ერთი „დედას“ დაძახება მოვასწარი და ჩემ თვალწინ მისრისა ქალი. დღემდე არ ამომდის თვალებიდან მისი დაფლეთილი ფეხები და როგორ რეცხავდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მის სისხლს. ვინც დაეჯახა, ის ბიჭი, ცდილობდა, ადგილზე დაემუხრუჭებინა. პირდაპირ კი არ შემოვარდნილა, ცოტა მოშრებით იდგა მანქანით და ადგილზე ამუხრუჭებდა. რომ არ გამოუვიდა, დიდი სისწრაფის აკრეფით სცადა დამუხრუჭება, მაგრამ საჭე გაექცა. როგორც ამბობენ, მუხრუჭის მაგივრად, ისევ გაზს დააჭირა. შეიძლება დაიბნა…
ჩვენ გადახტომა მოვასწარით. დავიყვირე „დედა“, გამოიხედა ჩემკენ… ეს თვალები რომ მახსენდება, დღემდე შოკი მაქვს. თვალი თვალში გამისწორა, ერთი ფეხის გადმოდგმა მოასწრო და მიასრისა მანქანამ… ვიყვირე, გასწიე მანქანა-მეთქი. უკანსვლით გაიყვანა და ამ დროს დედა დაეცა… ფეხი ფაქტობრივად ცალკე ეგდო. დედაჩემი რომ არ მოტრიალებულიყო, მთლიანად გადაწყვეტდა წელში. ღმერთს მადლობას ვეუბნები, ასე მაინც რომ გადამირჩა… როგორც გავიგეთ, ამ ბიჭს სკოლაში თავისი ძმაკაცი უნდა დაეტოვებინა და მერე უნდა წასულიყო სამსახურში ანუ მისი „ბოლო ზარი“ არ ყოფილა“. – ამბობს ნათია ბიჩინაშვილი ჟურნალ „სარკესთან“.