„შიმშილის თამაშების“ პრიქველში გლენ კლოუზი და ბილი პორტერი ითამაშებენ

გლენ კლოუზი და ბილი პორტერი

„შიმშილის თამაშების“ სამსახიობო ანსამბლს გლენ კლოუზი და ბილი პორტერი შეუერთდნენ. კლოუზი სასტიკ და ცივსისხლიან დრუსილა სიკლს განასახიერებს, რომელიც 50-ე „შიმშილის თამაშებზე“ მე-12 დისტრიქტის ტრიბუტების მენტორი იქნება. პორტერი მისი მეუღლის - ტრიბუტების დიზაინერის მაგნო სტიფტის როლს მოირგებს.

ფილმის „შიმშილის თამაშები: მოსავლის განთიადი“ სცენარი სიუზენ კოლინზის ახალ წიგნზეა დაფუძნებული, მოვლენები მასში ორიგინალურ ტრილოგიამდე 24 წლით ადრე ვითარდება. ფილმი ეკრანებზე 2026 წლის ნოემბერში გამოვა. მისი რეჟისორის ფრენსის ლოურენსია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სურათში ასევე ითამაშებენ: რეიფ ფაინსი, კირან კალკინი, მაკენა გრეისი, ელ ფანინგი, ჯოზეფ ზადა და სხვები.

სიუზენ კოლინზის ტრილოგიის „შიმშილის თამაშების“ ტრილოგიის ადაპტაცია ეკრანებზე 2012-2015 წლებში გამოდიოდა. ამ ფილმებმა შემოსავლების მხრივ არაერთი რეკორდი დაამყარეს და ფრანშიზა დღემდე სტუდია Lionsgate-ის ყველაზე მომგებიან პროექტად რჩება.