მას ვაღმერთებ, ტურისტი რომ ვიყო, მის სანახავად აუცილებლად წავიდოდი - ვინ აღაფრთოვანა ბრედ პიტი

ბრედ პიტი

ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა ბრედ პიტმა Goal-თან ინტერვიუში მისი ფავორიტი მოთამაშე დაასახელა.

როგორც ორგზის "ოქროს გლობუსის" მფლობელმა განაცხადა, ლიონელ მესის აღმერთებს.

"მესი გასაოცარია, მას ვაღმერთებ, ტურისტი რომ ვიყო, მის სანახავად აუცილებლად წავიდოდი. ლეოს დიდი დრო დასჭირდა, რომ მთავარ საფეხბურთო სცენაზე ასულიყო და მსოფლიო ჩემპიონატი მოეგო, მაგრამ მთავარია, რომ ეს მოახერხა. როცა ეს გააკეთა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შეუდარებელი იყო", - განაცხადა ბრედ პიტმა.

შეგახსენებთ, მესი 2023 წლიდან მაიამის "ინტერის" ღირსებას იცავს, მიმდინარე სეზონში "ლა პულგამ" MLS-ში 13 მატჩი გამართა, 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.