ჯენიფერ ლოპესმა, დაბადების დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო სიმღერა წარადგინა

 ჯენიფერ ლოპესი

24 ივლისს, ჯენიფერ ლოპესს 56 წელი უსრულდება. დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჯეი ლომ მიმდინარე ტურნეს ერთ-ერთ კონცერტზე მსმენელს სიურპრიზი მოუწყო და ახალი სიმღერა წარუდგინა.

Birthday – ასე ჰქვია ტრეკს, რომელსაც პუბლიკა ოვაციებით შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ Birthday არ არის ერთადერთი ახალი სიმღერა, რომელიც არტისტმა ბოლო დროს გამართულ კონცერტებზე პირველად შეასრულა. Up All Night Tour-ის ფარგლებში სიმღერის – Wreckage of You პრემიერაც შედგა, რომელიც მისი ბენ აფლეკთან დაშორებითაა შთაგონებული.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესმა 8 ივლისს საერთაშორისო ტურნე დაიწყო, რომლის კონცერტები სრული ანშლაგით მიმდინარეობს.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Jennifer Lopez (@jlo)