იყო თუ არა ჯასტინ ბიბერი P Diddy-ს მსხვერპლი - პირველი ოფიციალური განცხადება

ჯასტინ ბიბერი

ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰიპ-ჰოპ პროდიუსერის, P Diddy-ს (რეალური სახელი Sean Combs - შონ კომბსი) დაკავების შემდეგ, მსოფლიო მედია აქტიურად წერს, რომ მის მსხვერპლთაგან ერთ-ერთი ჯასტინ ბიბერიცაა. ნახევარ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, საკითხზე კომენტარი ბიბერს ერთხელაც არ გაუკეთებია.

ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა მისი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯასტინ ბიბერი P Diddy-ს მსხვერპლი არ ყოფილა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინი არ არის შონ კომბსის მსხვერპლთა შორის, არიან პიროვნებები, რომლებიც მის მიერ ნამდვილად დაზარალდნენ. ამ რეალობიდან ყურადღების გადატანა აფერხებს სამართლის აღსრულებას, რომელსაც ეს დაზარალებულები სრულიად იმსახურებენ”, - აღნიშნავს ბიბერის წარმომადგენელი.

შონ კომბსი ციხეში იმყოფება. პოლიციამ ის სექსუალური ტრეფიკინგისა და ძალადობის ბრალდებით დააპატიმრა. 55 წლის რეპერი ყველა ბრალდებას უარყოს.