„ფორსაჟის“ ბოლო ნაწილში შესაძლოა პოლ უოკერის პერსონაჟი დაბრუნდეს

ფორსაჟი

ვინ დიზელმა დააანონსა, რომ „ფორსაჟის“ ფინალურ, მე-11 ნაწილში მისი გმირი, დომენიკ ტორეტო, შესაძლოა კვლავ შეხვდეს ბრაიან ო’კონერს - პერსონაჟს, რომელსაც მსახიობი პოლ უოკერი ასახიერებდა. დიზელმა განაცხადა, რომ ეს ერთ-ერთი პირობა იყო, რომელიც მან სტუდიას წაუყენა იმისთვის, რომ ისტორია ღირსეულად დასრულებულიყო.

ჯერჯერობით უცნობია როგორ დაბრუნდება ბრაიანი ეკრანზე: შესაძლოა ფილმის ავტორებმა გამოიყენონ როგორც არქივის კადრები, ისე CGI ტექნოლოგია ან პოლ უოკერის ძმა კოდი, როგორც ეს ადრე უკვე მოხდა. დიზელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს იქნება ემოციური და პატივისცემით სავსე მომენტი.

„ფორსაჟი 11“-ის პრემიერა 2027 წლის აპრილისთვის არის დაგეგმილი.

პოლ უოკერი 2013 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა, როცა „ფორსაჟის“ მეშვიდე ნაწილი ჯერ კიდევ გადაღების პროცესში იყო. ფილმის მისი ძმის, კოდის დახმარებით და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დაასრულეს.