„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
ერაყში, საცხოვრებელ უბანში, გაზის ავზის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ სულეიმანიაში მოხდა.
სამოქალაქო თავდაცვის ძალებმა აფეთქების შედეგად გავრცელებული ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. აფეთქებისა და ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა სამი საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა რამდენიმე სახლი და განადგურდა ხუთი მანქანა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაზის ავზი ერთ-ერთი სახლის სახურავზე იყო დამონტაჟებული.
სულეიმანიის პროვინციის გუბერნატორმა ჰავალ აბუბაქერმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.