1758051983
უბედური შემთხვევა სენაკში - დაღუპულია ერთი ადამიანი

უბედური შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ სენაკში.
არსებული ინფორმაციით, ამწეს წყლის მილი აჰქონდა. მილი მოწყდა და კაცს დაეცა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
„წყლის მილი მოწყდა და ერთი ადამიანი მოიყოლა, სავარაუდოდ, მუშა იყო. როგორც ამბობენ, ამწეს აჰქონდა მილი“, - ამბობს წყარო.
დამატებითი დეტალები ზუსტდება.