ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ტეხასი

ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა. 160-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

სტიქიის ზონაში ჩასვლას შეერთებული შტატების პრეზიდენტი პარასკევს გეგმავს.

მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარე გუადალუპეს გასწვრივ ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო.