გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელზეც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ეუთოს დამკვირვებლების მოწვევა,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველო ეუთოს წევრი ქვეყანაა და სრულიად იზიარებს იმ პრინციპებს, რაზეც არის ეს ორგანიზაცია დაშენებული.
„ჩვენ ვართ ეუთოს მონაწილე ქვეყანა და სრულიად ვიზიარებთ იმ პრინციპებს, რა პრინციპებზეც არის ეს ორგანიზაცია დაშენებული. ზოგადად, ურთიერთპატივისცემის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ, როგორც ეუთოს მონაწილე ქვეყანას, მოგვესმინა ეუთოს ერთ-ერთი ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ამ შემთხვევაში ოდირის ხელმძღვანელზე მაქვს საუბარი, წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ხდება თავდასხმა ეუთო ოდირის მისიაზე, არაერთი დებატის დროს, ევროსაბჭოში თუ ევროპარლამენტშიც, მოვისმინეთ, როგორ უწოდეს ეუთო ოდირის დამკვირვებლებს მაგალითად კრიმინალები. ამაზე მე არ მინახავს ოდირის ხელმძღვანელის რეაქცია და კარგი იქნებოდა, თუ ის პირველ რიგში დაიცავდა ამ ინსტიტუტის რეპუტაციას ასეთი შეტევებისგან, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან. მაინტერესებს ასევე, რამდენად იზიარებს ოდირის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოცემულ პარალელურ რეალობას, რომ არჩევნები იყო თურმე არალეგიტიმური",- განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, ზოგადად, ეუთო/ოდირი ნაკლებად აკვირდება ადგილობრივ არჩევნებს.
„ასეთი რაღაცა არ ხდება არცერთ შემთხვევაში. ეს არის პროცესი, რაღაც წინსწრებით ამგვარი განცხადებების კეთება სრულიად წარმოუდგენელია, ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერ ადგილობრივი არჩევნები ოფიციალურად არც გამოცხადებულა. ორი თვით ადრე ხდება. პოლიტიკური პარტიები კი ხედავთ, ზოგი რა გადაწყვეტილებას იღებს, ზოგი რა გადაწყვეტილებას. ყოველდღიურად გვაქვს ახალი რეალობა, პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება არჩევნებს. ამ განცხადების გაკეთება და თითქოს რაღაცნაირად გავლენის მოხდენა ამ პროცესზე, ცოტა სხვა ეჭვებს და განცდებს ბადებს ჩვენში."- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ოდირის მხრიდან გაკეთებული განცხადება სხვანაირი ჯობდა ყოფილიყო და ამაზე საუბარი ორგანიზაციასთან მოხდება.
„გვექნება ამაზე საუბარი ოდირის ხელმძღვანელთან და აუცილებლად განვიხილავთ ამ განცხადების მოტივებსაც.ეს შეთანხმების საგანი არ არის. ზოგადად, ეს არის ქვეყნის, ხელისუფლების გადაწყვეტილება, როდის იწვევს არჩევნებზე დასაკვირვებლად თუ არ იწვევს ეუთო/ოდირს. კიდევ ერთხელ, ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთოს დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციურია ეს ყველაფერი”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.