1747757404
თბილისში ქალს მანქანა დაეჯახა

თბილისში, თემქის დასახლებაში ქალს მანქანა დაეჯახა.
დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების შეფასებით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.