„კითხვებზე პასუხის გაცემის დროა...“ - ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატი დუმილს არღვევს
1747770066
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში პარტია „ახალის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
განიხილება საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმე. მასზე აღკვეთის ღონისძიების სახით გვარამიას გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდის ვადაც 7 ივნისს იწურება.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობს. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს გადახდის საკითხი ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზი გახდა.
გვარამია და მელია აცხადებენ, რომ გირაოს არ გადაიხდიან, ხაზარაძე ჯაფარიძემ 50-ათასლარიანი გირაო უკვე გადაიხადეს, გიორგი ვაშაძე კი ჯერ ისევ ფიქრობს.