ტაივანის შემდეგ ტროპიკული შტორმი „პოდული“ ჰონკონგს დაატყდა თავს

შტორმი

ტაივანის შემდეგ ტროპიკული შტორმი „პოდული“ ჰონგკონგს დაატყდა თავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აზიის ფინანსურ ცენტრში განგაშის უმაღლესი, შავი ნიშნულია გამოცხადებული, რომელიც გამოდარებამდე იმოქმედებს.

დაკეტილია ყველა დაწესებულება, მათ შორის ამბულატორიული კლინიკები, მუშაობს მხოლოდ სასწრაფო დახმარების სამსახური.