სურსათის ეროვნული სააგენტოს საგანგებო გაფრთხილება მოსახლეობას
1755250205
დერმატოლოგი, ზაზა თელია მოსახლეობას მიმართავს და აუზებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციას აწვდის:
🛑 სტატისტიკით მაგალითად აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 40% შარდავს საზოგადოებრივ აუზებში
🛑 მოგეხსენებათ აუზების დამუშავება ხორციელდება ქიმიური საშუალებებით იმისათვის რომ მოხდეს დაავადებების გავრცელების პრევენცია
🛑 ქლორი შესაძლოა შეუერთდეს ორგანიზმიდან გამოყოფილ სითხეებს (შარდი, ფეკალიები) და გამოიწვიოს ქიმიური რეაქცია
ეს ქიმიური რეაქცია ამცირებს ქლორის რაოდენობას აუზში რაც შესაბამისად აღარ არის საკმარისი ბაქტერიების გასანეიტრალებლად
🛑 პირიქით წარმოიქმნება ქიმიური გამაღიზიანებელი ნივთიერებები რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, თვალების გაწითლება, ქავილი
🛑 ამ ქლორამინს (Chloramine) აქვს ქლორისთვის დამახასიათებელი სუნი და ადამიანებში ის ასოცირდება ქლორის სუნთან
👉 თუმცა სუფთა, დამუშავებულ აუზს არ უნდა ჰქონდეს სუნი, ანუ ქლორით ადექვატურად დამუშავებულ აუზს არ აქვს სუნი
🛑 ამრიგად თუ აუზს აქვს ქლორის სუნი - შესაძლოა მასში იყოს ქლორამინი (Chloramine), შარდი ან სხვა ორგანიზმიდან გამოყოფილი სითხეები