ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1752090073
საფრანგეთში, მარსელის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არის 30-მდე მეხანძრე-მაშველი.
ცეცხლი 700 ჰექტარზეა გავრცელებული. განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და შენობა. დაზარალებული რაიონებიდან ევაკუირებულია 400 ადამიანი. სტიქიასთან საბრძოლველად, მობილიზებულია 800-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, პროცესში ჩართულია სპეციალური ტექნიკა და ვერტმფრენები.
დროებით დაიხურა მარსელის აეროპორტი, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.
ხანძარს ებრძვიან ესპანეთშიც. კატალონიაში, სტიქიის ზონაში, 18 ათასზე მეტი ადამიანია ჩარჩენილი. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. დამწვარია 3 000-ზე მეტი ჰექტარი. ცეცხლის კერების ლოკალიზებას ძლიერი ქარი ართულებს.