„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
პორტუგალიაში, ხანძრის ჩასაქრობად მიმავალი სახანძრო ავტომობილი ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც ორი მეხანძრე დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ტრაგიკული ინციდენტი კვირას, ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათზე, სან-ფრანცისკო დე ასისის სოფელში მოხდა, როდესაც სახანძრო ბრიგადა ხანძრის ჩასაქრობად მიდიოდა. მედიის ცნობით, ავტომობილი გზიდან გადავიდა და ღრმა ხრამში ჩავარდა.
დაშავებულებიდან ერთი კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს, ორი კი ავტომობილებით. ადგილზე 26 მეხანძრე-მაშველი, 9 ავტომობილი და ერთი ვერტმფრენი იყო მობილიზებული.
ცნობისთვის, ევროპა მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის. რთული ვითარებაა ესპანეთში, სადაც სტიქიამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.