ექსპერტები ასახლებენ, რომელია ძლიერი „პორტალური დღეები“

მთვარე

შემოდგომის დაბნელების სეზონის მოლოდინში, რომელიც  2025 წლის 7 სექტემბერს თევზების ზოდიაქოს ნიშანში მთვარის დაბნელებით დაიწყება, განსაკუთრებული ენერგეტიკული პერიოდები - პორტალური დღეები გველოდება.

სწორედ ამ პერიოდებშია თქვენი განზრახვებისა და სურვილების ახდენის ალბათობა მნიშვნელოვნად მაღალი.

ექსპერტების აზრით, პორტალური დღეები გამოირჩევა ჩვენი ენერგიის კოსმოსთან გაზრდილი კავშირით, ამიტომ ისინი იდეალურია მანიფესტაციებთან სამუშაოდ.

2025 წლის სექტემბრის დაბნელებები თევზები-ქალწულის ღერძზე მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში განკურნების, პროდუქტიულობისა და ჰარმონიის თემები გააქტიურდება. პორტალურ დღეებში განსაკუთრებით სასარგებლოა იმის ვიზუალიზაცია, რაც გსურთ, ენერგიის შემოქმედებით პროექტებში მიმართვა და ბუნებაში მეტი დროის გატარება.

20-22 აგვისტო

ეს მთვარე დასვენებისა და ძალების აღდგენის დროა. შესაძლოა, გარეგანი აქტივობა ნაკლები იყოს, მაგრამ ფსიქიკური და ინტუიციური მგრძნობელობა იზრდება. სიზმრები უფრო ნათელი ხდება და შინაგანი ხმა ჩვეულებრივზე უფრო მკაფიოდ ჟღერს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მინიშნებებს ენდოთ.

23 აგვისტო

დაბნელების სეზონის წინა საკვანძო დღეა 23 აგვისტო, ქალწულში ახალი მთვარე. ექსპერტები მას ყველაზე ძლიერ პორტალურ დღედ მიიჩნევენ განზრახვების დასახვისა და გეგმების ჩამოსაყალიბებლად. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძველი დამოკიდებულებებისა და ნეგატიური გავლენების გაწმენდა, რომლებიც განვითარებას აფერხებს.

ქალწულის ენერგია მოქმედებასა და წესრიგს მოითხოვს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და იყავით შედეგზე ორიენტირებული. ეს დღე დაგეხმარებათ მომავალი დაბნელების სეზონისთვის სწორი ტონის დადგენასა და მისი პოტენციალის მაქსიმიზაციაში.