1745863963
ოჯახი და მეგობრები ამ დრომდე ეძებენ ბრიტანელ პარაოლიმპიელს, რომელიც 16 აპრილს გაუჩინარდა

ბრიტანელი პარაოლიმპიელი ლას-ვეგასში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სპორტსმენის მეგობრები და ოჯახის წევრები სამძებრო სამუშაოებში დახმარებას ითხოვენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სემ რუდოკი, შეერთებულ შტატებში WrestleMania-ის ღონისძიების საყურებლად გაემგზავრა და ის ბოლოს 16 აპრილს ნახეს.
ლინკოლნშირის პოლიციამ დაადასტურა, რომ დაკარგული მამაკაცის საქმეზე აქტიური გამოძიება მიმდინარეობს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ლას-ვეგასში დაკარგული ბრიტანელის ოჯახს და კონტაქტში ვართ ადგილობრივ ხელისუფლებასთან" - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.