1745863963
Financial Times: ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ტრამპი კიევთან და მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გასვლის ზღვარზეა

ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ დონალდ ტრამპი კიევთან და მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გასვლის ზღვარზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკებებში მცირე პროგრესი შეიძლება გამოიყენოს საბაბად იმის სათქმელად, რომ თავისი საქმე გააკეთა.
ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ტრამპი „ქმნის ვითარებას, სადაც ის თავისთვის საბაბებს იგონებს, რომ გავიდეს [მოლაპარაკებებიდან] და ეს [ვითარება] უკრაინასა და ჩვენ [ევროპას] დაგვიტოვოს მოსაგვარებლად“.
ზოგიერთმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა Financial Times-ს განუცხადა, რომ შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მოლაპარაკებებიდან შეიძლება გავიდეს, ხოლო ერთმა მაღალჩინოსანმა კი აღნიშნა, რომ ამას „სერიოზულ შესაძლებლობად“ მიიჩნევს.