„არსებობს საკმაოდ ბევრი მტკიცებულება...“ - ვაკეში მოკლული ბიზნესმენის საქმის ახალი დეტალები
1749154794
ინდოეთის ხელისუფლებამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ქვეყანაში ათობით იშვიათი ქვეწარმავლის, მათ შორის, შხამიანი გველების, კონტრაბანდულად შეტანას ცდილობდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, ინდოეთის მოქალაქე, რომელიც ტაილანდიდან ბრუნდებოდა, კვირას, მუმბაის აეროპორტში საბაჟოს თანამშრომლებმა გააჩერეს. ოფიციალური პირების თქმით, ქვეწარმავლები, მათ შორის, 47 შხამიანი გველგესლა, მამაკაცის ბარგში დამალული იპოვეს.
მამაკაცს ქვეწარმავლები ველური ბუნების დაცვის შესახებ ინდოეთის სხვადასხვა კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოართვეს.