მძიმე ავარია ყვარელში - რა დეტალებია ცნობილი

ლენტა

ავარია მოხდა ყვარელში, სოფელ სანავარდოში, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე. თვითმხილველების თქმით, 50 წლამდე ასაკის კაცს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზის სავალ ნაწილზე გადაადგილდებოდა.

დაშავებული სხეულისა და თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით, გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა დაშავებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაში თავად მიიღო მონაწილეობა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.