ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა - ნინო ქადაგიძე-ჟვანია

ნინო ჟვანია

ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა - არ უარვყოფთ, რომ კაკულიას მეგობარი იყო, მაგრამ ადამიანს ასეთი რამ დააბრალო, მეორე ტრაგედიაა,- ასე ეხმიანება ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის ბრიფინგს, რომლის თანახმად, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბუსა ჟვანია ფიგურირებს.

ცნობისთვის, პროკურატურამ, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.