„შენ მოგიკვდი მე, ჩემო სიკეთის ბიჭო... რანაირად მატკინე გული...“ - ნინი შერმადინი ლაშა ბასლანძეზე
1761591485
თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული 15 წლის მოზარდი რეანიმაციაში იმყოფება.
ავარია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენთან მოხდა.
ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ერთმანეთს სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, 15 წლის ბიჭმა მძიმე ტრავმები მიიღო. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.