1761579368
„უდანაშაულო ადამიანს ცილს ნუ მწამებთ, მე ის არ ვარ!“ - ანსამბლ „ლეგენდის“ წევრი მიმართვას ავრცელებს
ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის ფიგურანტები გარდაცვლილის დედამ სოციალურ ქსელში დაასახელა. გოგონა, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, 17 წლის ნია იმნაძეა, თუმცა, სოციალური ქსელის მომხმარებლები პირად შეტყობინებებს უგზავნიან სულ სხვა გოგონას, რომელსაც ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს და მხოლოდ ზემოაღნიშნულის მოსახელე და მოგვარეა.
„ეს კარგი და ღირსეული გოგო 13 წლის ნია იმნაძე ჩვენი ანსამბლის წევრია მრავალი წელია, შვილივით გვყავს, არანაირი კავშირი არ აქვს მკვლელობასთან, ემთხვევა მხოლოდ სახელი და გვარი! ეს უაზრო გვერდები ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას და ლანძღავთ 13 წლის გოგოს! უკეთილშობილესი და უაღრესად ღირსეული ოჯახის შვილს! ასევე, წერთ პირადში! აქვეყნებთ არასწორ ინფორმაციას და ალანძღვინებთ ბრბოს!!! იქნებ მოუსმინოთ, დაფიქრდეთ და იფიქროთ 13 წლის მოზარდის ფსიქიკაზე! ყველა გვერდმა წაშალოს არასწორი ინფორმაცია და არცერთი სმს არ შევიდეს ნიას პირად გვერდზე! ვიზიარებთ უაღრესად კარგი შვილის, ადამიანის, პედაგოგის გიგა ავალიანის გარდაცვალებას. ვუსამძიმრებთ ოჯახს და ვუსურვებთ გამძლეობას“, - ვკითხულობთ ანსამბლის განცხადებაში.
ნია იმნაძის მიმართვა ↓









