მძიმე ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი

ავარია მსხვერპლით დასრულდა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე შსს და საგანგებო სიტუაციების მართვის ეკიპაჟები არიან მობილიზებული. შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი