ირანის შაჰის მემკვიდრე საგანგებო მიმართვას ავრცელებს
1750186347
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მამუკა ხაზარაძის ხელახალ დაბარებას, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, "ლელოს" ლიდერს პასუხები ბევრ საკითხთან დაკავშირებით აქვს გასაცემი.
"ბევრ რამეზე აქვს მას პასუხი გასაცემი, როგორც 2012 წლამდე არსებულ პერიოდზე, როდესაც პირდაპირ მის ბანკს ასახელებენ, რომელიც მონაწილეობდა სამწუხაროდ, იმ ოპერაციებში, რა ოპერაციების შედეგადაც ზოგი გარდაიცვალა, ზოგმა ჯანმრთელობა დაკარგა, ზოგმა ქონება, ზოგმა ყველაფერი ერთად და ა.შ. მათ შორის, არის კითხვები 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც. მაშინ, როდესაც სამწუხაროდ "ნაცმოძრაობის" ფილიალები დღემდე ღალატობენ საქართველოს. ასე, რომ კითხვები არსებობს და ვნახოთ, ამჯერადაც თუ ის აარიდებს თავს პასუხისმგებლობას. ეს იქნება ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი დანაშაული და მეორე მხრივ, უკვე მორიგ ჯერზე დასტური იმის, რომ ის თავს არიდებს ქართული საზოგადოების კითხვებს, რომელიც არსებობს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელახლაა დაბარებული მამუკა ხაზარაძე. "ლელოს" ლიდერმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომელსაც მიღებული უწყება დაურთო. მასში წერია, რომ მამუკა ხაზარაძეს იბარებენ ახსნა-განმარტებისთვის 2012-2025 წლებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ მოქმედებების შესახებ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამჯერადაც არ აპირებს კომისიაზე გამოცხადებას, ის პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებს და დაშინების მცდელობაზე საუბრობს.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის მიმართ ამავე კომისიაზე გამოუცხადებლობის მუხლით უკვე აღძრულია საქმე. მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული აქვს 50 000 ლარიანი გირაო, რაც მან გადაიხადა. საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ კიდევ გრძელდება.
ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750161479