ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
1790777510
დედოფლისწყაროელი ლელი თეთრაული ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გარდაცვლილი იპოვეს. 45 წლის ემიგრანტი ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.
ქალი რამდენიმე წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა. ლელი თეთრაულის გარდაცვალების მიზეზი, ოჯახისა და ახლობლებისათვის უცნობია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ცხედარს სამშობლოში 30 სექტემბერს ჩამოასვენებენ და დედოფლისწყაროში დაკრძალავენ.