სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი მოსრიალდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელიც სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაშავებულთა ნაწილს ადგილზე გაეწია დახმარება, ნაწილი კი სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.