საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
ცხინვალი-ახალგორის გზაზე, სოფელ დმენისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას მამა და 12 წლის შვილი ემსხვერპლა.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
„62 წლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა. მიღებული ტრავმებისგან მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ქალიშვილი და მეუღლე კი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.“
„ავარიისას ბიჭმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ“ - აღნიშნულია ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს განცხადებაში.
შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა.