ხანძარი რუსთავში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ხანძარი რუსთავში

ამ წუთებში, რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ხანძარია.

ცეცხლი ძველი ბაზრის ტერიტორიაზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანებაა ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ჯიბეში“.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოს სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.

ინფორმაციას და კადრებს შემთხვევის ადგილიდან „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.