რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკებები დასრულდა

პუტინი ტრამპი

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებები ვიწრო ფორმატში დასრულდა.

შეხვედრა 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.

მოლაპარაკებაში, სახელმწიფო მეთაურების გარდა, რუსეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი მონაწილეობდნენ, ამერიკის მხრიდან კი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.