1749042430
გონიოს ხიდთან ერთმანეთს მოპედი და მინივენი შეეჯახა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ბათუმში, გონიოს ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს მოპედი და მინივენი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის გამო, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილი იყო, ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: ბათუმელები