ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა
1779532063
ზუგდიდში წუხელ ორი მაღაზია გაქურდეს, რუსთაველის და კედიას ქუჩებზე. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეებმა მაღაზიების გასაღების ასლები დაამზადეს და ადგილზე ისე შეაღწიეს.
ორივე მარკეტიდან წაღებულია თანხა და თამბაქოს ნაწარმი.
მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, სავარაუდო დამნაშავეები უკვე იდენტიფიცირებული არიან.
პოლიცია მათ დაკავებაზე მუშაობს.