ბათუმში, მოზარდს მატარებელმა ფეხზე გადაუარა

ლიანდაგი

ბათუმში, ბონის მოზარდს მატარებელმა ფეხზე გადაუარა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში მძიმე დაზიანება აქვს მიღებული, მას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

წყარო: