1784020802
ბათუმში, ბუნებრივი აირის აალების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის ბალონი აალდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ორმა ადამიანმა მსუბუქი დამწვრობები მიიღო.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ მეხანძრე-მაშველებიც.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.









