ავარია თბილისის შემოვლით გზაზე - ვითარება ადგილზე

ავარია

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თბილისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას 4 ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.

შსს-ში გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევის ამსახველ კადრებს „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.