ავარია რიკოთზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავარია

ამ წუთებში, რიკოთზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია.

როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, მოძრაობის შეფერხება ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია. 

არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები, დამატებით დეტალებს ვარკვევთ. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.