50 წლამდე კაცი ცივი იარაღით დაჭრეს

პოლიცია ლენტა

ახალციხეში, 50 წლამდე კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

მამაკაცს დაზიანება მუცლის არეში აქვს მიყენებული. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინფორმაციას, რეგიონალური მედია ,,სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს