VIDEO: ხანძარი ახალციხეში - რა ხდება შემთხვევის ადგილზე
1746006165
დიდუბეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება ამ დრომდე შეინიშნება. 100-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცეცხლის ლიკვიდაციას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", გივი ჩხარტიშვილი.
მისი თქმით, ძლიერი დაკვამლიანებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა, რომ "თოდუას" კლინიკიდან მომხდარიყო პაციენტების გადანაწილება.
"ცეცხლი არის ლიკვიდირებული. პატარა კერებია, სადაც სამაშველო მუშაობს და, რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ. ზარალზე ადრეა საუბარი. არის კერძო ტერიტორია დამწვარი. ველოდებით დამატებით ინფორმაციას, თუ რა ფართობზეა საუბარი. ძლიერი დაკვამლიანებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა, რომ "თოდუას" კლინიკიდან მომხდარიყო პაციენტების გადანაწილება", - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.