1746007492
EPP-ის კონგრესმა გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს უკრაინაში ომის გახანგრძლივებას, სურთ უკრაინისთვის მეტი ფულის გაგზავნა მაშინ, როცა ევროპის ეკონომიკა იტანჯება, რა სამარცხვინოა - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „ევროპის სახალხო პარტიას“ აკრიტიკებს. ორბანის თქმით, გუშინ ევროპისთვის ბნელი დღე იყო.
„„ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესმა გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს უკრაინაში ომის გახანგრძლივებას. მათ სურთ უკრაინისთვის მეტი ფულის გაგზავნა მაშინ, როცა ევროპის ეკონომიკა იტანჯება. რა სამარცხვინოა“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები ვალენსიაში პარტიის ყოველწლიურ კონგრესზე იმყოფებიან.
ამასთან, მანფრედ ვებერი, გერმანელი ევროპარლამენტარი ხელახლა აირჩიეს პარტიის პრეზიდენტად. მან 570-დან 502 ხმა მიიღო.