„ყველასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა... სწორედ ამიტომ, ამდენმა ადამიანმა განიცადა, როგორც საკუთარი მშობლის, უახლოესი ადამიანის დაკარგვა“ - ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე

დიპლომატმა, ზურაბ აბაშიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა და მისი განვლილი გზა გაიხსენა. მისი შეფასებით, პატრიარქს ადამიანებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა.

„მასთან საუბარი იყო ყოველთვის გამორჩეული. დღეს რომ [გადაცემიდან] დამირეკეს, მითხრეს, რომ ბატონო ზურაბ მობრძანდით, თქვენთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდაო, თუმცა ყველასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ვისთანაც არ ჰქონდა პირადი დამოკიდებულება, ისინიც განსაკუთრებულ ენერგიას და მუხტს გრძნობდნენ. სწორედ ამიტომ არის, რომ ამდენმა ადამიანმა განიცადა ეს, როგორც საკუთარი მშობლის, უახლოესი ადამიანის დაკარგვა," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.