„არასოდეს დამავიწყდება ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის ასეთი თბილი მიღება“ - პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი პატრიარქთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიას იხსენებს

ინგა მამაუჩიშვილი პატრიარქზე

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი პატრიარქთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიას იხსენებს. ინგა მამუჩიშვილი რთულ პერიოდს და პატრიარქთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება და ამბობს, რომ პატრიარქის გარდაცვალებასთან ერთად ეპოქა დასრულდა.

„იყო პერიოდი როდესაც დიდი განსაცდელის წინაშე ვიდექი,სასოწარკვეთილებამ შემიპყრო,გამოსავალს ვეძებდი, უდიდესი სურვილი მქონდა შევხვედროდი პატრიარქს,ჩამეხედა მისთვის თვალებში და თუნდაც ორი წინადადება გამეგო მისგან,თავზე ხელი შეეხო და დაველოცე...თუმცა შეუძლებლად მიმაჩნდა და მასთან დაახლოებული პირების ძებნა დავიწყე...ერთ დღეს,რაღაც ძალამ მიბიძგა და აი ასე,ჩემით,მარტო გავუყევი საპატრიარქოს გზას,დაცვამ გამაჩერა,ავუხსენი რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პატრიარქის ნახვა...ვუთხარი ვინც ვიყავი და ისიც დავამატე,რომ მამა გაბრიელის კალთაზე გავიზარდე და მისი პატარა ტაძრის პატარა "თანამშრომელი"ვიყავი ბავშვობაში,რომ ის ხშირად იყო ჩვენი ოჯახის სტუმარი...დაბნეულმა დაცვის წევრმა დაჟინებული მზერით შემომხედა,ალბათ დაინახა დიდი სევდა ჩემს თვალებში და წინ გამიძღვა შენობის კარამდე,იქ ორ ქალბატონთან გავისაუბრე,ერთი დედაო იყო,რომელიც ცოტა ხნით გავიდა და რომ შემობრუნდა მთხოვეს დავლოდრბოდი ერის მოძღვარს

სულ ვკანკალებდი,ვცდილობდი აზრები დამელაგებინა,მაგრამ შფოთვის დროს ეს შეუძლებელია... დაახლოებით ერთ საათში უსათნოესი დედაო მომიახლოვდა და შემიძღვა ოთახში სადაც პატრიარქი ბრძანდბოდა,ჩემდაუნებურად დავემხე მის წინაშე მუხლებზე,თავზე შემეხო და რამდენიმე წუთს გააჩერა ხელი,უცებ ვიგრძენი სულიერი სიმშვიდე,წამოვდექი,მადლობა გადავუხადე და გასასვლელი კარისკენ წავედი,მან შემაჩერა,ჩამოჯდომა მთხოვა და პრობლემის შესახებ მკითხა,ძალიან მოკლედ ვუამბე ჩემი ერთდროულად თავსდამტყდარი რამდენიმე განსაცდელის შესახებ... დამამშვიდა...განსაცდელს უფალი უგზავნის იმას ვინც უყვარსო,დაღმართს აღმართი მოყვება,უფალს შესთხოვე ყოველდღე გულით და გაგაძლიერებსო!!! კუთხეში ლარნაკი იდგა წითელი სურნელოვანი ვარდებით,რამოდენიმე ვარდის ფურცელი დაბლა ეგდო,რამოდნიმეჯერ თვალი გამექცა ამ სილამაზისკენ,რაც პატრიარქის მახვილ თვალს არ გამორჩენია,მოუხმო დედაოს,შეაფუთინა ეს ვარდები და გადმომცა თვითონ...წამოვედი,კანკალი მომეხსნა,ფიქრებმა სადღაც წამიღო...დიდხანს,დიდხანს ვუვლიდი ვარდებს,შემდეგ ვინახავდი გამომშრალ ფურცლებს,ბალიშის ქვეშაც მედო,თითქოს შვებას მგვრიდა!!! არასოდეს დამავიწყდება ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის ასეთი თბილი მიღება ჩვენი დიდი მოძღვარის მიერ

რატომღაც მომინდა გამეზიარებინა თქვენთვის... ნათელში იყოს მისი სული,თითქოს მასთან ერთად ეპოქა დამთავრდა",- წერს მამუჩიშვილი.