„ვუსამძიმრებთ ოჯახს, თანაკურსელებსა და უნივერსიტეტს, ამ დიდ ტრაგედიას...“ - ტრაგიკულად დაღუპულ სტუდენტს ემშვიდობებიან

მარიამ ლოქაბიძე

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლის აფეთქებას 21 წლის მარიამ ლოქაბიძე ემსხვერპლა.

ტრაგიკულად დაღუპულ სტუდენტს უნივერსიტეტი ემშვიდობება.

„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს განათლების, მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის - მარიამ ლოქაბიძის გარდაცვალების გამო  ვუსამძიმრებთ მარიამის ოჯახს, თანაკურსელებსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ დიდ ტრაგედიას“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.