ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. უფალმა მოგვმადლოს ძალა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა - ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„უსაზღვროა ჩვენი მწუხარება  და გულისტკივილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების გამო.  ეს არის დანაკლისი, რომელსაც სიტყვები ვერ იტევს… მისი მადლი, სიბრძნე, მისი ლოცვა, მისი სიტყვა, მისი ცხოვრება იყო მაგალითი, რომელიც რთულ დროს გვაძლევდა ძალას და გვინარჩუნებდა რწმენას.  ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვის გულშიც უწმინდესი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. უფალმა მოგვმადლოს ძალა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა“- ნათქვამია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.