VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ჩვენი მწყემსის გარდაცვალების გამო, - განაცხადა დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის უდიდესი სევდა ყოველი ქრისტიანისთვის.
„წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, რომელიც აშენდა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ელის საქართველოს მამამთავრის მოსვენებას“, - აღნიშნა დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა.
საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა იმართება, რომლის დასრულების შემდეგაც გამოცხადდება დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის შესახებ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.