რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ისრაელს მართავს ქსელი, რომელიც საკუთარ თავს სხვებზე უპირატესად მიიჩნევს და რეგიონი კატასტროფისკენ მიჰყავს

თურქეთის პრეზიდენტი

ისრაელს მართავს ქსელი, რომელიც საკუთარ თავს სხვებზე უპირატესად მიიჩნევს და რეგიონი თანდათან კატასტროფისკენ მიჰყავს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თავდასხმები, თავდაპირველად ღაზაზე, შემდეგ იემენსა და ლიბანზე და ბოლოს ირანზე, მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებით არ არის განპირობებული.

„ისრაელმა ჩვენი პირველი ქიბლა, ალ-აქსას მეჩეთი მუსლიმი მლოცველებისთვის 17 დღის განმავლობაში დახურა სრულიად თვითნებური მიზეზების გამო და ყოველგვარი უფლებამოსილების გარეშე“, – თქვა ერდოღანმა და დასძინა, რომ აღთქმული მიწის ამბიციებიდან აპოკალიფსურ სცენარებამდე ნარატივების პარალელური გავრცელება აშკარად განზრახ იყო და არა შემთხვევითი.

ერდოღანმა განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშენებული გლობალური სისტემა ისტორიულ რღვევას განიცდის, ფაქტები მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს ნათლად უნდა მიეწოდოს.