VIDEO: რა მოხდა სტადიონზე „ლეგენდების მატჩის“ შემდეგ
1747429096
პეტრე კოლხი 13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მარიტას მონოლოგი“ - ამ სათაურით აქვეყნებს ტექსტს პეტრე კოლხი, რომელიც გარდაცვლილ მარიტა მეფარიშვილს ეძღვნება.
„ვთამაშობდი შადრევანთან ერთად,
და აღმოჩნდა ეს თამაში ბოლო.
წყლის ციალი, სილამაზე ფერთა,
მე ზეცისკენ მიზიდავდა მხოლოდ…
და მე შევრჩი, ცაზე ღრუბლის ფთილას,
შადრევანმა ამიტაცა მაღლა.
და თქვენ მაინც ითამაშეთ ფრთხილად,
მე თამაში დავასრულე ახლა!..“,- წერს პეტრე კოლხი.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა.
შემთხვევა რეაბილიტირებულ ვაკის პარკში მოხდა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ამოღების დროს კი, მათ დენმა დაარტყა.