„ამის მოსმენისთვის ღირდა ალბათ ჩემი ცხოვრება!“ – ნინი შერმადინი ნიკა კუბლაშვილს პასუხობს

ნინი შერმადინი

მას შემდეგ, რაც მომღერალმა ნიკა კუბლაშვილმა ნინი შერმადინს საჯარო მადლობა გადაუხადა, მისი კარიერის დაწყებაში მნიშვნელოვანი როლისთვის, ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ნიკას პასუხობს და წერს, რომ „ამის მოსმენისთვის ღირდა მისი ცხოვრება“.

„რატო მაღრიალე ამ დილა ადრიან! მადლიერება ყველაზე დიდი ნიჭია რაც უფალმა მოგმადლა სხვა ნიჭებს შორის! უდიდესი წარმატებები და უფლის წყალობა ყველგან და ყოველთვის, ვამაყობ შენით! მადლობა ამ სიტყვებისთვის! ამის მოსმენისთვის ღირდა ალბათ ჩემი ცხოვრება!“, – წერს ნინი შერმადინი.