VIDEO: როგორ შეხვდა მრევლი შიო მესამეს საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში

შიო მესამე

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.

ამაღლება ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია, რომელიც იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებასა და ადამიანებისთვის სიცოცხლის გზის გახსნას უკავშირდება. დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღასრულებს.