„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
თბილისში, ავჭალის დასახლებაში, მელიქიშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ სათავსში გაჩნდა.
ხანძრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში მაკა ხეცურიანმა გაავრცელა.
მისივე თქმით, ცეცხლი სათავსოებიდან ხეებს მოედო, თუმცა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მისი ჩაქრობა დროულად მოახერხეს და სხვა სახლებზე გადადების საშიშროება არ ყოფილა.
მაკა ხეცურიანის ინფორმაციით, დასახლებაში წყალი შეწყვეტილია.
როგორც ,,პრაიმტაიმს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.